ევროინტეგრაცია და ოპოზიციის დღის წესრიგი

ვინ ბლოკავს ხელოვნურად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას – მამუკა ხაზარაძის განცხადებამ პოლიტიკურ სპექტრში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

დაკონკრეტების გარეშე „ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ ცალკეულ ძალებს „ქართული ოცნების“ პირობებში სტატუსის მიღება არ სურთ, რასაც მისი პარტია კატეგორიულად არ ეთანხმება. ხაზარაძის გზავნილია, რომ სტრატეგიული საკითხის გარშემო და ისტორიული შანსის გამოსაყენებლად ყველა ჯგუფი უნდა გაერთიანდეს. ხმამაღალი განცხადების ავტორს დანარჩენი ოპოზიცია დაკონკრეტებას სთხოვს. „ლელოს“ ლიდერის კომენტარი საკუთარ თავზე არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო. ხაზარაძის განცხადება ხელისუფლების ნარატივს ემთხვევა, რომელიც „ლელოს“ დამფუძნებლისგან გასხვავებით, ანალოგიურ ბრალდებას კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს უყენებს და მათ ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო სამუშაო პროცესის საბოტაჟში ადანაშაულებს.