ევრობასკეტის „ა“ ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება

ევრობასკეტის „ა“ ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები დღეს მონტენეგროს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. საქართველოს ნაკრები საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარ არის. ილიას ზუროსის გუნდი და ქართველი გულშემატკივარი ჯერ ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩს უნდა დაელოდოს. თუ ბელგია მოიგებს, მაშინ მონტენეგროსთან თამაში ფინალის ტოლფასი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პლეიოფში გავა.

ნინო გაბელია „თბილისი არენადან“ სადაც გადამწყვეტი მატჩები სულ მალე დაიწყება.