#ევრობასკეტი2022 პირველ არხზე

ევრობასკეტის მეოთხედფინალისტები ცნობილია. პირველი მეოთხედფინალისტი საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც თურქეთი ოვერტაიმში 87:86 დაამარცხა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სლოვენიამ, ბელგიას 88:72 სძლია. გერმანიამ დაძაბულ ბრძოლაში მონტენეგრო 85:79 დაამარცხა. ოვერტაიმში გადაწყდა ესპანეთი-ლიეტუვას შეხვედრის ბედი – დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ესპანელებმა 102:94 მოიგეს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. დღეს კიდევ 4 მეოთხედფინალისტი გამოვლინდება. უკრაინა-პოლონეთს დაუპირისპირდება, ფინეთი-ხორვატიას, სერბეთი-იტალიას, ხოლო საბერძნეთი-ჩეხეთს.

შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.