რამდენიმე წუთში „თბილისი არენაზე“ ევრობასკეტის „ა“ ჯგუფის მეორე ტურის მატჩები დაიწყება. საქართველოს ნაკრები გათამაშების ფავორიტ ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდი დღევანდელ მატჩს ტრადიციულად დღის ბოლოს, 21 საათზე გამართავს, მანამდე კი კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდება.
თბილისის არენაზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნინო გაბელია.