უკვე მეექვსედ ევრობასკეტზე – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კვიპროსში ითამაშებს.
ჩემპიონატის წილისყრა რიგაში გაიმართა და შედეგად ეროვნული ნაკრები C ჯგუფში კვიპროსთან, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად მოხვდა. ჩვენი ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს. პირველი ეტაპის შეხვედრები 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება.
შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.