ევრობასკეტი 2025 საქართველოს პირველ არხზე 

ხვალ ქართველი ქომაგების ყურადღება კვიპროსისკენ იქნება მიმართული.

რამდენიმე საათის წინ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. მონაწილე 24 ნაკრებს შორის საქართველოს ნაკრებიცაა, რომელიც ხვალ პირველ შეხვედრას ესპანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენს გუნდს ევრობასკეტზე ხუთი მატჩი აქვს – C ჯგუფიდან გასასვლელად და ფლეიოფში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ ორი შეხვედრის მოგება. საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ზედიზედ მეექვსეა. თუ წინა ხუთ ასპარეზობას გადავხედავთ, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ჯგუფიდან ორჯერ არის გასული. კვიპროსის გარდა 2025 წლის კონტინენტის პირველობას კიდევ სამი ქვეყანა მასპინძლობს.

როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები საკმაოდ გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად და პირდაპირ ეთერში ვრთავთ კვიპროსს – ლუკა ჭოჭუა დეტალებით.