ევრობასკეტი 2025 - საქართველო-საფრანგეთი პირველი არხი სპორტზე

ევროპის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებისა და პლეი-ოფის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს ქართველი კალათბურთელებისა და ქომაგებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა რიგაში, თბილისის დროით 16:15 წუთზე დაიწყება, რეპორტაჟს კი პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. საქართველო-საფრანგეთის წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება. რიგაში ჩარტერული რეისით ჩავიდნენ ქართველი გულშემატკივრები, მათთან ერთად არის „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.

როგორია მატჩისწინა განწყობა და მოლოდინები? – ლუკა ჭოჭუას ჩართვა #მოამბე