ევრობასკეტი 2025 - ჩარტერული რეისი გულშემატკივრებისთვის

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით თვითმფრინავი სავსე ბორტით დილის 7 საათზე გაფრინდა. ბილეთები პლატფორმა tkt.ge-ზე სრულად გაიყიდა. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს მიეცათ, რომლებმაც ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთები წარადგინეს.