#ევრობასკეტი 2025

კიდევ ერთი ისტორიული თამაში რიგაში. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში ვერ მოხვდა. მეოთხედფინალში ფინეთთან შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. 79-93 – ასეთია საბოლოო ანგარიში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ნახევარფინალში გასვლის მოლოდინის გამო, ბუნებრივია, დღევანდელ თამაშს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჯგუფურ ეტაპზე ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ევროპის ჩემპიონ ესპანეთს მოუგო, კვირას კი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – საფრანგეთი დაამარცხა. ფინელ მეტოქეებთან შეხვედრა ბოლო წუთამდე დაძაბული იყო. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავიდან დიდი სხვაობით აგებდა, თუმცა თამაშის მსვლელობისას ეს სხვაობა მკვეთრად შემცირდა. დღევანდელი მატჩით ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

ქართველი ქომაგები „ქსიაომი არენაზე“, ჩარტერული რეისები ლატვიის დედაქალაქში და პირველი განცხადებები – ლუკა ჭოჭუა პირდაპირ ეთერში #მოამბე