ევრობასკეტი 2022 - საქართველო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

ევრობასკეტი 2022 იწყება! თბილისში დღეს სტარტს ისტორიული ევროპის ჩემპიონატი აიღებს. დედაქალაქი მსგავს მასშტაბურ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ილიას ზუროსის გუნდი „ა” ჯგუფის პირველ შეხვედრას 21 საათზე, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. რამდენიმე წუთში კი, სპორტის ახალ სასახლეში ევრობასკეტის პირველი გახსნითი მატჩი ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის ჩატარდება.