ევრობასკეტი-2022 - ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება

დღეს, 28 ივლისს, 19 საათიდან პორტალ „თიქეთ ჯი“ -ზე ევრობასკეტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება. შეგახსენებთ, რომ თბილისი არენა კონტინენტის პირველობის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან. პირველ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს, ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბოლო მატჩს კი მონტენეგროსთან 7 სექტემბერს გამართავს. ევრობასკეტს კალათბურთის გულშემატკივარი ექსკლუზიურად პირველ არხზე იხილავს.