ევრობასკეტ 2021 - საქართველო მასპინძელი ქვეყანა

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მასპინძლობისთვის ემზადება.

ამ წუთებში ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც 2021 წელს თბილისში დაგეგმილ ევრობასკეტ 2021-ს ეძღვნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ჩვენს ქვეყანაში ამ დონის ტურნირი – კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება ქართულმა მხარემ ორი კვირის წინ მიუნხენში მოიპოვა. პრესტიჟული სპორტული ღონისძიებისთვის აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია, გეგმაშია ახალი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა.