„ევროაქტივი“ ბრიტანელი დეპუტატის სტატიას აქვეყნებს

„დასავლური დემოკრატია კვლავ წინ მიიწევს – უბრალოდ შეხედეთ საქართველოს“, – ამ სათაურით საავტორო სტატიას, გამოცემა „ევროაქტივში“ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონსერვატორი პარლამენტარი ენდრიუ როსინდელი აქვეყნებს.

როსინდელი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიას ავითარებენ, ასეთ ქვეყნად კი საქართველოს ასახელებს. დეპუტატი პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ აამოქმედა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატული რეფორმების გატარებაშიც. სამწუხაროდ, საარჩევნო რეფორმა ჯერ არ მიუღიათ. ოპოზიცია, რომელმაც 8 მარტის შეთანხმებას მოაწერა ხელი, კვლავ ითხოვს რამდენიმე წევრის ციხიდან გათავისუფლებას, რის გარეშეც ისინი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ. ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს საარჩევნო სისტემაზე, ისევე, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევის საკითხების გადაჭრაზე.“, – წერს ბრიტანელი დეპუტატი სტატიაში.