საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ თამაშობს.
ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის სტატუსით გამოვიდა, წლევანდელ ტურნირზე კი რამაზ სვანაძის გუნდი შესარჩევი ეტაპიდან მოხვდა. ევრო 2025-ის პირველ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი დღეს თერთმეტ საათზე პოლონეთის ნაკრებთან გამართავს. C ჯგუფში პოლონეთის გარდა ჩვენი მეტოქეები პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან.