ევრო 2025-ზე საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება 

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.

დღეს ჯგუფის დასკვნითი მატჩია, სადაც გადაწყდება თუ ვინ მოხვდება პლეი-ოფში. ჩვენი ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. საქართველოს ორი მატჩის შემდეგ ერთი მოგება და სამი ქულა აქვს. პორტუგალია ოთხი ქულით ჯგუფის ლიდერია. ასევე ოთხი ქულა აქვს საფრანგეთს.

რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე და როგორია განწყობა მნიშვნელოვანი მატჩის წინ, – სლოვაკეთიდან დავით ბანანაშვილი გვიამბობს.