საქართველო-პორტუგალიის მატჩის ყურება თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე იქნება შესაძლებელი
საქართველო-პორტუგალიის მატჩის ყურება თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება. სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. დასწრება თავისუფალია.
საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში ქომაგების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.