ევრო 2024 – მზადება საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის

19:05, 21.06.2024

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეორე მატჩამდე ერთი დღე რჩება – „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ – ვილი სანიოლის გუნდმა დორტმუნდში ბერლფერტის საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარა, რის შემდეგაც ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც დღის ბოლოს მასპინძელ სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველო ჩეხეთის ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი ტრადიციულად პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ჰამბურგში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ღუდუშაური დეტალებით.

მსგავსი