„ევრო 2024“ დაიწყო – რამდენიმე წუთის წინ უნგრეთი შვეიცარიასთან ანგარიშით 1-3 დამარცხდა. მანამდე კი ევროპის ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირი გერმანიის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. ნაგელსმანის გუნდმა შოტლანდია 5:1 დაამარცხა. გულშემატკივრებმა წარმატება მთელი გერმანიის მასშტაბით აღნიშნეს.
საქართველოს ნაკრები კი, რომლისთვისაც ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სადებიუტო მატჩისთვის ფელბერტში ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ „ევრო 2024“-ის თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.