„ევრაზიის პროფესიული სანდას ლიგა“

12:48, 15.02.2026

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით „ევრაზიის პროფესიული სანდას ლიგა“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს, საფრანგეთის, იტალიის, ინდოეთისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევრაზიის სანდას ლიგაზე საქართველოდან რვა სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრებები ექვს წონით კატეგორიაში ჩატარდა. შეჯიბრს სპორტის მინისტრის მოადგილე, ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

მსგავსი