„ევორა 2027“ – შეხვედრა საელჩოში
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა „ევორა 2027 – ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს შეხვდა. პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2027 წლის პროგრამაში ქართველი ხელოვანებისა და ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულების ჩართვისა და წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.