ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში სააღდგომო მსახურება აღევლინა

აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს მრევლი ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში.

საქართველოში მოქმედ შვიდივე ტაძარში, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს, სადღესასწაულო მსახურება 11 საათზე დაიწყო.

რუსთავში უფროსმა პასტორმა გიორგი ჩიტაძემ მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, რის შემდეგაც მგალობელთა გუნდმა უფლის სადიდებელი საგალობლები შეასრულა, რასაც სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები მოყვა.