ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია აღდგომას ზეიმობს

აღდომის დღესასაწაულს აღნიშნავს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია. შერიგების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურიგიას ეპისკოპოსი მარკუს შოხი აღავლენს.

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას საქართველოში ორი საუკუნის ისტორია აქვს. ეკლესიის მრევლს თავისუფლად შეკრების უფლება 1991 წლიდან მიეცა.

საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესია რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს. მათ შორის არის თბილისის შერიგების ეკლესია ასურეთის ფილიალთან ერთად, რუსთავის მშვიდობის ეკლესია, გარდაბნის სამრევლო, ბოლნისის პავლეს სამრევლო, ბორჯომის სამრევლო, სოხუმის სამრევლო და ბაქოს მაცხოვრის სამრევლო.

ეკლესია დაახლოებით 1000 წევრს ითვლის.