ევაკუაცია თბილისის #147-ე სკოლაში

თბილისის 147-ე სკოლიდან მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც პირველ არხს მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ებრალიძემ განუცხადა, მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ნაღმია.

ნინო ებრალიძის განცხადებით, ინფორმაცია გადაეცა 112-ს და სკოლაში გამოცხადდა ევაკუაცია, ხუთი წუთის შემდეგ კი ზარის ავტორმა ისევ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა. ამის მიუხედავად სკოლის პერსონალი და მოსწავლეები სკოლის შენობის გარეთ რჩებიან, შენობაში კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.