ევაკუაცია სოფელ კურსებში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. დაინგრა ხუთი საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან. მეწყრული ზონიდან გაყვანილია 38 ოჯახი. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.