ევაკუაცია სოფელ კურსებში
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. დაინგრა ხუთი საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან. მეწყრული ზონიდან გაყვანილია 38 ოჯახი. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.