თბილისის იუსტიციის სახლში დღეს ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სამსახურები, მათ შორის კინოლოგები. სამართალდამცავები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.
იუსტიციის სახლში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 15-დან 16:00 საათამდე პერიოდში შევიდა. უწყებაში გამოცხადდა განგაში. მოქალაქეებსა და თანამშრომლებს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა. საღამოს 21:00 საათამდე ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დამზადებულია და მოქალაქეებს უნდა გაეტანათ, გაიცემა იუსტიციის სახლის პარკინგზე მობილური ჯგუფის მიერ. იუსტიციის სახლის ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი საპოლიციო ლენტით არის შემოფარგლული.