ეუთოს მინისტერიალი

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი რუსეთისთვის მწვავე და საქართველოსთვის მხარდამჭერი გზავნილებით დასრულდა.

მილანში შეკრებილი პირველი დიპლომატები საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც გამოსვლის დროს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებს გაუსვა ხაზი. მწვავე იყო მოსკოვის მიმართ სხვა გამომსვლელების ტონი და მოწოდებებიც. მინისტერიალის მიმართ სერგეი ლავროვს უკმაყოფილება არ დაუმალავს.

მილანში რუსეთის მიერ წარდგენილი ყველა წინადადება დაბლოკეს.

გურამ როგავა აშუქებდა ეუთოს მინისტერიალს, ჩართვა მილანიდან.