ეუთო-ს წევრი ქვეყნების განცხადება - შეფასებები

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები. ერთობლივი განცხადების ტექსტს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა. „მოვუწოდებთ საქართველოს, გაუმკლავდეს დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ. მეორე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას. ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი. დოკუმენტის ინიციატორთა და ხელმომწერთა შორის არ არიან მეზობელი ქვეყნები – სომხეთი აზერბაიჯანი თურქეთი, ასევე საფრანგეთი და აშშ.