ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის განცხადება – გამოხმაურება

15:15, 16.03.2026

მმართველ გუნდში ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ და წევრი 24 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას კვლავ ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ანგარიშში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები და შერჩევითი ინტერპრეტაციებია.
ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, რადგან ის შეიცავს პოლიტიკურ შეფასებებს, მანიპულაციებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების შესრულებისკენ. ანგარიშის მიხედვით, „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა.

მსგავსი