ეუთო-ს წარმომადგენლების ვიზიტი

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ევროპელი ექსპერტები დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.

განხილვის მთავარი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესია.

უცხოელი ექსპერტები თბილისში სახალხო დამცველის მოწვევით იმყოფებიან. ისინი მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარეობას დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ.

ეუთო/ოდირის წარმომადგენლები გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც შეხვდნენ.