ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი
ამ წუთებში ვენაში, ეუთო-ს შტაბ-ბინაში ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის გახსნითი სხდომა იწყება, საქართველოს თავმჯდომარეობით, რომლის ფარგლებშიც მისასალმებელი სიტყვით წარდგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითად მიზანს ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება წარმოადგენს.
ავსტრიიდან სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.