ეუთო-ს უარი – შეფასებები
ეუთო/ოდირის უარს თვითმმართველობის არჩევნებზე დასწრებასთან დაკავშირებით და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ჩეხეთში, მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტად აფასებენ. მათი მტკიცებით, მიწვევის გაგზავნა დაახლოებით ერთ პერიოდში მოხდა. ოპოზიციის ნაწილი კი საქართველოსა და ჩეხეთის განსხვავებულ მდგომარეობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ამ ქვეყნებში მისიის გასაგზავნად მომზადებას განსხვავებული დრო სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ეუთო/ოდირს მოწვევა 6 სექტემბერს გაეგზავნა, რაზეც უარი მიიღო.