ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და შვედეთის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ქმნის. აქცენტი გაკეთდა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. ეუთოს-ს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა.

მოამბე