ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში 

კრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებისა და რეზონანსული კანონების მიღების გამო – ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში მძიმე გზავნილებით ჩამოვიდა.

ელინა ვალტონენი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ის უკვე შეხვდა საგარეო უწყების ხელმძღვანელს. როგორც მაკა ბოჭორიშვილთან გამართული დისკუსიის შემდეგ გაირკვა, ეუთო-ს თავმჯდომარე კითხვის ნიშნებს სვამს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებს და მოუწოდებს მთავრობას იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად. ეუთო მიესალმება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა კონკრეტული დათქმებით, რაც მათ შორის, საჭირო რეფორმების განხორციელებას და პროცესის ინკლუზიურობას ითვალისწინებს.

სალომე ქოქიაშვილი ესწრებოდა ერთობლივ პრესკონფერენციას.