ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში
თბილისში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგნასიო კასისმა პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ორგანიზაციის როლსა და წვლილს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-შვეიცარიას შორის არსებულ თანამშრომლობასა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე, შვეიცარიის როლზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე