ეუთო-ს თავმჯდომარე მამუკა ბახტაძეს შეხვდა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს, – ეს განცხადება მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.

ლიდერებმა სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. იაროსლავ ლაიჩაკს დღესვე შეხვდნენ ქართველი დეპუტატები.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ისე ორმხრივ ურთიერთობას.

ეუთო-ს თავმჯდომარეს ათონელის სასახლეში უმასპინძლა დღეს საქართველოს პრეზიდენტმაც.

დატოვე კომენტარი