ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. დისკუსია გაიმართა ნიკოლოზ სამხარაძესთან. შეხვედრაზე კომიტეტის სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს საოკუპაციო ხაზზე ჩასვლაც.