ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ყველა არჩეულ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პოლიტიკური ჩიხი უნდა იყოს დაძლეული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

როგორ შეხვდა ოპოზიცია ეუთო-ს მთავარ გზავნილს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, – თამარ წიკლაური მუშაობს თემაზე.