ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი - გამოხმაურებები

საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზია.

ევროპარლამენტარ რიჰარდ კოლსის ინფორმაციით, ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად თბილისს 8-10 იანვარს ეწვევა. უცნობია ვის შეხვდებიან ეუთო-ს წარმომადგენლები და რა საკითხზე იქნება მსჯელობა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვიზიტი ამ ეტაპზე საერთოდ არ უნდა შედგეს. ამ მოწოდებით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ საერთო წერილიც გაავრცელა და პია კაუმას საქართველოში სტუმრობის გადადება სთხოვა. მსგავსი შინაარსის ღია წერილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სახელზე გაავრცელა პარტიამ „გახარია საქართველოსთვისაც“. დაგეგმილ ვიზიტს გამოხმაურებები მოჰყვა ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდანაც. მმართველ გუნდში ოპოზიციის განცხადებებს ისტერიას უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპონენტები უბრალოდ არჩევნებში დამარცხებას არ ეგუებიან.