ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს. კუგლერის თქმით, პოლიტიკური კონკურენცია საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიულ დებატებში უნდა გადაწყდეს და არა ხელისუფლების უმრავლესობის მიერ დაწყებული სასამართლო პროცესებით. „პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს პროცედურები განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთების ფონზე, მათ შორის ევროპარლამენტის გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა, ოპოზიციის ლიდერების და იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც პოლიტიკური მოტივით დააკავეს ან დააპატიმრეს და სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული პატივისცემა. კუგლერის თქმით, საქართველომ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოსა და ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები უნდა შეასრულოს.