ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – შეფასებები

12:17, 14.07.2026

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ეხმაურება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დოკუმენტი დაბალი ხარისხისაა და ორგანიზაციის ავტორიტეტს აზიანებს. კობახიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა, თანამშრომლობის ხარისხი თავად ასამბლეის მომავალ საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული. „ევროკავშირის სხვა სტრუქტურების მსგავსად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოყენებას“, ირაკლი კობახიძე ევროპის კონტინენტზე მოქმედ „დიფ სთეითს“ უკავშირებს. ის დარწმუნებულია, რომ „საქართველოს დასჯის სურვილი ხელისუფლების მხრიდან მორჩილებაზე უარის თქმამ განაპირობა“. რეზოლუციის შინაარსს იზიარებს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დოკუმენტი გასულ კვირას დაამტკიცა. ასამბლეა ქართველმა დეპუტატებმა ადგილზევე გააკრიტიკეს და სხდომა კენჭისყრის პროცედურამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მსგავსი