ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რევოლუცია – შეფასებები
ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე სწორედ ასეთმა თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და, საბოლოო ჯამში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციით ეუთო-მ დარტყმა მიაყენა ქართველი ხალხის თვალში საკუთარ რეპუტაციას. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, პაპუაშვილის შეფასებით, რეზოლუციით ეუთო-მ გააყალბა თავისივე დასკვნა. ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.