ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

12:16, 12.03.2026

შედგება თუ არა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას აფასებენ პოლიტიკური პარტიები. განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა. ასევე ხაზგასმულია პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობა.

პარტიებს შორის დიალოგის არარსებობას ადასტურებს მმართველი გუნდიც. მათი განმარტებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ არ არსებობს დიალოგისთვის არანაირი სივრცე იქამდე, ვიდრე არ გადაიჭრება მთავარი პრობლემა: სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი.

მსგავსი