ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, მესამე დღეა საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან. იქამდე კი საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახალხო დამცველს შეხვდნენ. დღის ბოლოს დაგეგმილია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა.
უფრო მეტს თემაზე ანა ბროლაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.