ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

აგვისტოს ომის უმძიმეს შედეგებზე და რუსეთის აგრესიაზე ხვალ ბერლინში ისაუბრებენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გადის.

დოკუმენტში სათაურით „10 წელი აგვისტოს ომიდან” საუბარია მოსკოვის მიერ იგნორირებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, გახშირებულ გატაცებებზე და ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებზე.

სხდომაზე გატანამდე დოკუმენტი პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტში განიხილეს და 45 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღეს.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების დროს უკრაინასთან ერთად დიდი ბრიტანეთიც აქტიურობდა.

რეზოლუციის პროექტი ჩვეული რიტორიკით და ბრალდებებით გააკრიტიკა რუსეთის წარმომადგენელმა.