ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

12:19, 05.07.2019

„უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“ – ამ სახელწოდების რეზოლუცია, ხმათა უმრავლესობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად დაარეგისტრირა. რეზოლუცია საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ არის მომზადებული.

დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რეზოლუციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს ოთხდღიანი განხილვების შემდეგ უყრის.

 

მსგავსი