ეუთო-ს რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები 

მორიგი კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია საქართველოს შესახებ – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილეს.

დოკუმენტში ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო-ს შეფასებით არაერთი დარღვევით ჩატარდა. ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებებთან ერთად რეზოლუციაში დაგმობილია მომიტინგეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მზარდი ნეგატიური რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ. უსამართლო და უარგუმენტო – ასეთია ასამბლეაზე მყოფი ქართული დელეგაციის შეფასება. ქართულმა მხარემ ეუთო-ს ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთებისკენ მოუწოდა. გაჟღერებული ბრალდებები კი ოპოზიციის რიტორიკას შეადარა. რეზოლუციას წინ უსწრებდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის განცხადება. ფერიდონ სინირლიოღლუმ ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტის გამო გააკრიტიკა, რაც თბილისში მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.