ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოთხოვნები – პოლიტიკური პოზიციები

21:02, 14.03.2026

კიდევ ერთი ახალი დოკუმენტი ძველი მოთხოვნებით. „მოსკოვის მექანიზმის“ პოლიტიკური აქცენტები, რეკომენდაციები სავარაუდო შედეგებითა და საქართველოს ხელისუფლების მორიგი უარი კონკრეტული არგუმენტებით: დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს 57 ქვეყნიდან 32 არ უერთდება, ისევ იმ კანონების გაუქმებას მოითხოვს, რომლებზეც ოფიციალურმა თბილისმა ბრიუსელისა თუ სტრასბურგის მექანიზმებითაც არაერთი მოწოდება მოისმინა, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა გარე მითითებების შესრულებას არც ამჯერად აპირებს და ამას სახელმწიფოს სუვერენული ინტერესების დაცვით ხსნის.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში წინასწარ მომზადებულ დასკვნას ეფუძნება და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, გრანტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები უნდა გაუქმდეს, ეუთო-ს წევრი 57 სახელმწიფოდან საერთო ჯამში მხარი მხოლოდ 24-მა დაუჭირა. გარდა ასეთი დისბალანსისა, საინტერესოა, რომ ანგარიშს ხელს არ აწერენ აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, იტალია, ასევე საქართველოს მეზობელი თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

მსგავსი