ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში 

12:08, 13.03.2026

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი მისიის ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გააუქმონ ან ფუნდამენტურად გადახედონ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს თანამშრომლობა ოდირ-თან და ვენეციის კომისიასთან. ასევე სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისგან, გაიწვიოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი.

მმართველი გუნდის შეფასებით, ანგარიშში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები, შერჩევითი ინტერპრეტაციები და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნებია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა შესრულდეს და ესაა ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

მსგავსი