საქართველოს მიმართ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედებულია. ეს არის მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებს კონკრეტული ქვეყნის ნებართვის გარეშე იძიებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ექსპერტების მისია უნდა გამოიგზავნოს.
მისიამ უნდა შეაფასოს, როგორ ასრულებს ქვეყანა ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და დასკვნა მოამზადოს. მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი და ხელმომწერი დიდი ბრიტანეთი და ეუთოს წევრი 23 ქვეყანაა, რომლებიც ერთობლივ განცხადებაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებენ. აქცენტი კეთდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლაზე. განცხადების ხელმომწერები საუბრობენ დემონსტრანტების მიმართ სისასტიკეზე, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების დევნაზე და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე. გაკრიტიკებულია ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და პარტიების აკრძალვის გეგმა. ირკვევა ისიც, რომ 1991 წლის შეხვედრაზე მიღებული მექანიზმის საქართველოს მიმართ ამოქმედება ოთხმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯერ კიდევ 2024 წლის 19 დეკემბერს მოითხოვა და ეუთო-ოდირს შესაბამისი წერილითაც მიმართა.
რას ნიშნავს ვენის მექანიზმის შემდეგ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მიმართ – მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიცია მისიის დასკვნის საფუძველზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ზომებს ელის.